აშშ-ში, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მხარეს. ამ მთლიან პროცესს ჩამორჩენილია დღეს ბრიუსელი, ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც სამყაროშია, – განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ღირებულებითი უფსკრული არსებობს აშშ-სა და ბრიუსელს შორის. ვხედავთ, რომ აშშ-ში, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მხარეს. ამ მთლიან პროცესს ჩამორჩენილია დღეს ბრიუსელი, ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც სამყაროშია.
ყველა გმობს ძალადობას, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატი აფინანსებს იმ „ენჯეოებს“, რომლებიც გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან. ეს „ენჯეოები“, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ უნდა ჩაშალონ 4 ოქტომბრის არჩევნები, მონაწილეები არიან 4 ოქტომბერს ძალადობის ორგანიზებაში და ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ბატონი [ევროკავშირის] ელჩი ქართველ ხალხს იმის ღირსადაც არ აგდებს, რომ განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.