ელენე ხოშტარიამ გარკვეული ტაიმაუტი აიღო, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ რაღაც ძალადობრივ აქციებზე, შედეგებზე, რომელსაც ვხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხედავენ, რომ საზოაგადოებაში არ აქვთ მხარდაჭერა და ერთადერთი გზა არის, რაღაც სცენების დადგმა, პროვოკაციები და თვითდაჭერები.
„გახსოვთ, თავის დროზე ნიკა მელიას როდესაც ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, გირაოს გადახდაზე უარს ამბობდა. შეგახსენებთ, მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარმა დამფინანსებელმა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს ნიკა მელია მისი ნების საწინააღმდეგოდ. საერთო ჯამში, გარე ძალებმა გამოიყვანეს და კვლავ რადიკალიზმში ჩართეს. დღესაც ვხედავთ ამ სცენებს, რომლებსაც დგამენ შეუმდგარი პოლიტიკოსები.
ხედავენ, რომ არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში. მათი ერთადერთი გზა არის რაღაც სცენების დადგმა, პროვოკაციები და თვითდაჭერები. ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან და შემდეგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. თავადაც განაცხადა, მისი ოჯახის წევრებიც, გარემოცვაც ამბობს, ფაქტობრივად, მან თავი დააჭერინა. იცოდა და ამიტომაც გააკეთა ეს. გარკვეული ტაიმაუტი აიღო, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ რაღაც ძალადობრივი აქციების მხრივ ან შედეგებზე, რომელსაც ვხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.