The Telegraph-ი წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ახალი სოციოლოგიური კვლევით, მაკრონისადმი ნდობის რეიტინგი 17%-მდე დაეცა. კვლევა საფრანგეთის მასშტაბით გასულ კვირას გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.
გამოცემა წერს, რომ ემანუელ მაკრონის მმართველობას უკვე ისინიც აკრიტიკებენ, ვინც მას 2017 და 2022 წელს მისცა ხმა. გამოკითხულთა უმეტესობა საფრანგეთში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას კრიზისს უწოდებს, რომელიც თავად მაკრონმა შექმნა.
კომენტარები