საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც გაერო-ში ტრიბუნას ქვეყნის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს, მის იმ გზავნილებს დაველოდოთ, რომელიც უმაღლესი ტრიბუნიდან გაჟღერდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის საკითხები, რაც საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აწუხებს, მაღალი ტრიბუნიდან გახმოვანდება.
„ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს. პრეზიდენტის იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლით. მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, – განაცხადა გორდულაძემ.
კომენტარები