ტელეკომპანია ABC-ს ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ეთერში 23 სექტემბრიდან დაბრუნდება. ამის შესახებ კომპანია „დისნეიმ“ განაცხადა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიმელის ზოგიერთი კომენტარი უადგილოდ და შეუსაბამოდ იგრძნეს, რის გამოც ის ეთერიდან მოხსნეს.
„შოუს წარმოება შეჩერდა, რათა თავიდან აგვეცილებინა დაძაბული სიტუაციის შემდგომი გამწვავება ჩვენი ქვეყნისთვის ემოციურ მომენტში. თუმცა ABC-ს საღამოს შოუს წამყვანთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოუ სამშაბათს დაბრუნდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯიმი კიმელმა გადაცემის დროს, განაცხადა რომ MAGA ყველაფერს აკეთებს კირკის მკვლელობიდან პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ღამის შოუს წამყვანმა ასევე გააკრიტიკა დროშების ნახევრად დაშვება კირკის პატივსაცემად და იხუმრა დონალდ ტრამპის რეაქციაზე.