უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დრონები დააფიქსირეს მოსკოვის ოდინცოვოს, ჩერტანოვოს, კონკოვოს, კუზმინკის რაიონებში, აგრეთვე მოსკოვის ოლქში.
დრონების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსკოვის საჰაერო სივრცე დაკეტილი იყო. აეროპორტები თვითმფრინავების მიღებას და გაშვებას ვერ ახერხებდნენ.
სობიანინის თქმით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რამდენიმე ათეული დრონის განადგურება შეძლო.
კომენტარები