საფრანგეთის პრეზიდენტი, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, რადგან ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გაევლო. ინფორმაციას bfmtv-ი კადრებთან ერთად ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გამო გზები გადაკეტეს, შეცდომით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მანქანა გააჩერეს.
“ბოდიშს გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, ახლა ყველაფერი გადაკეტილია”, – უთხრა მას პოლიციელმა.
ფრანგული მედიის ცნობით, ამ უჩვეულო სიტუაციაში ემანუელ მაკრონმა თავის ამერიკელ კოლეგას დაურეკა, რათა სიტუაციის მოგვარება ეცადა. “წარმოგიდგენია, ახლა ქუჩაში გელოდები, რადგან ყველაფერი დაბლოკილია შენ გამო”, – ღიმილით უთხრა მაკრონმა ტრამპს.
რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, ქუჩა გაიხსნა, თუმცა – მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის. ამან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იძულებული გახადა, დონალდ ტრამპთან საუბარი ქუჩაში გაეგრძელებინა და საფრანგეთის საელჩომდე ფეხით მიეღწია.