საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ესკორტს ნიუ-იორკის პოლიციამ გზა ჩაუკეტა, რადგან პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კორტეჟს უნდა გაევლო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ინციდენტი გვიან საღამოს მოხდა, როცა მაკრონი გაეროს შტაბ-ბინას გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ ტოვებდა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარკონი დელეგაციის წევრებთან ერთად ტროტუარზე დგას და ერთ-ერთ პოლიციელს ესაუბრება. პოლიციელი რამდენჯერმე ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ მთელი მოძრაობაა გადაკეტილი.
შემდეგ მარკონი, სავარაუდოდ, ტრამპს ურეკავს. „წარმოიდგინეთ, ახლა ქუჩაში ვდგავარ, იმიტომ რომ თქვენს გამო ყველაფერი გადაკეტილია“, – ამბობს მაკრონი ტელეფონში.
რამდენიმე წუთში ქუჩა ფეხით მოსიარულეთათვის გაიხსნა და საფრანგეთის ლიდერმა ფეხით გასეირნება გადაწყვიტა.