ჩინეთის სამხრეთში სუპერ ტაიფუნს ელოდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ძლიერი შტორმის გამო, მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ევაკუირებულია ასობით ათასი ადამიანი, 10 ქალაქში დაიკეტა სკოლები და კომერციული დაწესებულებები.
ჰონკონგში ტაიფუნის განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს. ჩინეთის მეტეოროლოგიური სააგენტო წლის ყველაზე ძლიერ შტორმს ვარაუდობს.
შტორმის პირველ დარტყმას გუანჯოუს პროვინციაში ელიან, საიდანაც 370 000 მოქალაქეა ევაკუირებული.
კომენტარები