13 წლის ავღანელმა ბიჭი, ქაბულიდან დელიში სახიფათო მოგზაურობა განახორციელა. მოზარდი Kam Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის შასის განყოფილებაში იმალებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური ცნობების თანახმად, მოზარდი, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ კუნდუზიდანაა, ორშაბათს, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, დელის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ხეტიალისას იპოვეს.
ინდოეთის უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, სანამ იმავე რეისით ქაბულში დააბრუნებდნენ.
მედიის ცნობით, ბიჭმა ხელისუფლებას განუცხადა, რომ ეს ცნობისმოყვარეობის გამო გააკეთა.
კომენტარები