ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, ჟურნალისტებთან ტონს არავინ უნდა აუწიოს.
„რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია. ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. ასეთ აწეულ ტონს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს მიუღებელია და მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „იმედის“ ჟურნალისტს აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან დაკავშირებული კითხვისას შემდეგნაირად უპასუხა: „არ მინდა, საარჩევნო კამპანიაში ჩათრეული აღმოვჩნდე, განსაკუთრებით ახლა, საქართველოში ძალზე დაძაბულ გარემოში, გთხოვოთ, აღარ გამომყვეთ“.