ინდონეზია მზადაა, აიღოს მშვიდობის დაცვის პასუხისმგებლობა და უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს, – ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, პრაბოვო სუბიანტომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ინდონეზია მზად არის, გაერო-ს ეგიდით უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს, როდესაც გაერო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ სამსახურს იქ, სადაც მსოფლიოს დამცველები სჭირდება. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ადგილზე ჩვენი ჩექმებით. როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა გადაწყვეტს, ინდონეზია მზადაა, გაგზავნოს 20 000 ან მეტი ჩვენი ვაჟი და ქალიშვილი, რათა მშვიდობა დაამყარონ უკრაინაში, ღაზაში, სუდანში, ლიბიაში – სადაც მშვიდობაა საჭირო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კომენტარები