დონალდ ტრამპი „რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობია“, – ასე ეხმაურება ლონდონის მერი სადიქ ხანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაერო-ში გაკეთებულ განცხადებას.
გაერო-ს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ლონდონს საშინელი მერი ჰყავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლონდონის ხელმძღვანელობას შარიათის კანონმდებლობაზე გადასვლა სურს, თუმცა არაფერი გამოუვათ.
კომენტარები