გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დეზინფორმაციის გამავრცელებელი უწოდა.
გამსახურდია აცხადებს, რომ ზელენსკი პირდაპირ ასრულებს „ დიფ სტეიტის“ დავალებას და მას „რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელს“ უწოდებს.
„ აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ეს ვოვას პროექტი მასხარა, პირდაპირ ასრულებს დიფ სთეითის დავალებას, ისევე როგორც რუსეთის. ეს რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელი, იცლის და ჩვენზე საუბრობს ტრუბუნიდან, რომელიც უნდა გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ. რას ვიზამთ, ვერ და არ შედგა მასხარადან მსოფლიო პოლიტიკოსი, ისევ ხრეშჩატიკზე, რესტორან პერვაკში, 100 დოლარიან ჩაკუჭული ბიჭად მახსოვს,კლოუნობისთვის“,- წერს გამსახურდია.