ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) იემენის დედაქალაქი სანა დაბომბა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, სანაზე განხორციელებული „ძლიერი“ დარტყმების შედეგად „ჰუსიტების“ სამიზნეები განადგურდა.
„ისრაელის თავდაცვის არმიამ რამდენიმე სამხედრო ბანაკი, „ჰუსიტების“ გენერალური შტაბის ბანაკის ჩათვლით, დაბომბა, გაანადგურა ათეულობით მებრძოლი „ჰუსიტი“ და უპილოტო საფრენი აპარატებისა და შეიარაღების საცავები“, – ციტირებს მედია კაცს.
კომენტარები