საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობას.
კომენტარები