საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი იერლიქაიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას.
„განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსა და თურქეთის როლი სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაესწრო“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფოორმაციაში.