კიშინიოვის პოლიციამ, სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დედაქალაქის ერთ-ერთ სტამბაში ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ამოიღეს 200 მონიშნული საარჩევნო ბიულეტენი ერთ-ერთი საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბიულეტენები დაბეჭდილი იყო შესაბამის პოლიტიკურ ბლოკთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე და მათი არჩევნების დღეს „კარუსელის“ სქემით გამოყენებას გეგმავდნენ.
ეს მეთოდი გულისხმობს უკვე მონიშნული ბიულეტენის ურნაში ჩაგდებას და სუფთა ბიულეტენის გამოტანას, რომელსაც შემდეგ კვლავ იყენებენ გაყალბების გაგრძელებისთვის.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე შეატყობინეს.
კომენტარები