ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა და უელსში რეფორმისტთა პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ნეითან გილმა რუსეთის ინტერესების ლობირებისთვის ქრთამის აღება აღიარა.
52 წლის გილმა თავი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღების რვა ეპიზოდში, რომლებიც 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე მიღებულ თანხებს ეხებოდა.
მოსამართლე ბობი ჩიმა-გრაბმა განაცხადებით, გილმა აღიარა, რომ მას უხდიდნენ, რათა ევროპარლამენტში კითხვები დაესვა და განცხადებები გაეკეთებინა „პრორუსული მხარეების მხარდაჭერის“ მიზნით უკრაინის ომის კონტექსტში.
პროკურორ მარკ ჰეივუდის თქმით, გილი ქრთამის სანაცვლოდ, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპარლამენტში მისი დამკვეთებისთვის სასურველ თემებს წამოწევდა და მათ ინტერესებში ღონისძიებების ორგანიზებაში იყო ჩართული.
გილმა ევროპარლამენტი 2020 წელს დატოვა, რადგან დიდი ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.
ქრთამის აღების ბრალდებები ბრიტანელ პოლიტიკოსს ერთი წლის შემდეგ წაუყენეს, მას შემდეგ, რაც მის ტელეფონში საეჭვო შეტყობინებები აღმოაჩინეს.
გილი სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს განაჩენის გამოცხადებამდე, რომელიც ნოემბერში უნდა გამოაცხადონ.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გილს „ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა“ ემუქრება.