აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პორტლენდში სამხედროების გაგზავნის განკარგულება გასცა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს დაავალა, რომ გამოყოს საჭირო რესურსი „ომით განადგურებული პორტლენდის დასაცავად“.
„მე დავავალე ომის მდივან პიტ ჰეგსეტს, უზრუნველყოს ყველა საჭირო ძალები, რათა დაიცვას ომით განადგურებული პორტლენდი და საიმიგრაციო სამსახურის ნებისმიერი დაწესებულება, რომელიც ალყაშია „ანტიფას“ და სხვა შიდა ტერორისტების მხრიდან თავდასხმის გამო“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ის ასევე უფლებას იძლევა გამოყენებული იყოს სრული ძალა, თუ საჭირო იქნება“.
ცნობისთვის, ლოს ანჯელესის, ვაშინგტონისა და მემფისისი შემდეგ, პორტლენდი მეოთხე ქალაქი იქნება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედროები გააგზავნა.
მანამდე პორტლენდის მერი ქეით უილსონი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, ქალაქში სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, მას არ უთხოვია ფედერალური მთავრობისგან დახმარება ან ჩარევა.