რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეზე მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქში რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა ნაწილობრივ დაანგრიეს ხუთსართულიანი კორპუსი, დაშავდა 10 ადამიანი. არის 2 დაღუპული, მათ შორის 12 წლის გოგო.
ზაპოროჟიეში კი ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიან სახლში და კიდევ რამდენიმე შენობაში. სამედიცინო დახმარებისთვის სპეციალისტებს 21-მა ადამიანმა მიმართა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაზე კომბინირებული იერიშის დროს პოლონეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები კი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იყო გადაყვანილი. ქვეყნის ოპერატიულ სარდლობაში განაცხადეს, რომ ამ ქმედებებს პრევენციული ხასიათი ჰქონდა და მიზნად საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ისახავდა.