ინდოეთში, მსახიობ ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის 17 ქალი, 13 კაცი და 9 ბავშვია.
ვიჯაიმ გასულ წელს პოლიტიკური პარტია შექმნა და მიმდინარე თვეში საარჩევნო კამპანია დაიწყო, მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების წინ. მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ვიჯაი აღნიშნავს, რომ „განადგურებულია“ და „აუტანელ, აღუწერელ ტკივილსა და სევდას“ განიცდის.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
კომენტარები