გაერომ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები აღადგინა. შეზღუდვები დღეიდან, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა.
სანქციები მას შემდეგ აღდგა, რაც 26 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოზე გაუქმდა რუსეთისა და ჩინეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია მათი 6 თვით გადადების შესახებ. რეზოლუციას ხმა 4-მა ქვეყანამ მისცა, 9 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
გაერომ ირანს სანქციები 2006 წელს დაუწესა და რამდენჯერმე გამკაცრდა. 2015 წელს მიღწეული იყო შეთანხმებები, რომელთა თანახმადაც თეირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის პირობა დადო. 2016 წლიდან სანქციები ოფიციალურად გაუქმდა. მათი აღდგენის მექანიზმი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედეს. მათ ირანი 2015 წლის ხელშეკრულობით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებაში დაადანაშაულეს.