თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ იმედს მას ამომრჩეველთან ყოველდღიური შეხვედრები აძლევს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას”, ყოველდღიურად ვხდებით ამომრჩეველს. მაგალითად, დღეს ნაძალადევის რაიონში გვქონდა პარტიული შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ასევე, გლდანის რაიონში შევხვდით ჩვენს ამომრჩეველს. ძალიან დიდია მხარდაჭერა, დიდია მუხტი. საზოგადოება ხედავს, თუ ვინ რისი გამკეთებელია, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის. შესაბამისად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კახა კალაძემ.