ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ გეგმებს, რომლებსაც ოპოზიცია 4 ოქტომბრისთვის აწყობს. დეპუტატის თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
„სიტყვა „მშვიდობიანი“ უბრალოდ შეფუთული არის. მათ აქვთ განზრახული ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ისევ რევოლუციური გეგმებით არიან დაკავებულები. ამაში ჩართულები არიან უცხოური სპეცსამსახურები. როგორც ვხედავთ, საქართველოში დავალებებს ბაჩო ახალაია იძლევა, რომელიც კოორდინაციაშია უცხოეთის სპეცსამსახურებთან. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია დაანახებთ მათ რეალურ ძალას – იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ეცდება, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.