საზოგადოებრივის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა.
ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება.
რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
„რუსთავი 2“- ზე შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
რაც შეეხება გენერალური დირექტორის პოზიციას, ნიკა გვარამიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
როგორც ცნობილია, არხზე უკვე დაიხურა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა აცნობეს მაყურებელს. თუმცა უკავშირდება თუ არა ფაქტი არხზე შესაძლო რეორგანიზაციას, ჯერ უცნობია.