თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ჩაერიცხათ რადიკალიზაციის დასაფინანსებლად.
კახა კალაძის თქმით, არსებობს არაერთი მცდელობა ქვეყანაში შავი ფულის შემოსატანად, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებას აკონტროლებს.
„ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებით მუშაობენ. ბევრი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ჯერ იყო და ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, შემდეგ უნივერსიტეტებს, ახლა ფიზიკურ პირებზე გადავიდნენ, სხვადასხვა სისულელით უნდათ, შენიღბონ ეს ყველაფერი, ვითომ ყოფილ თანამშრომლებს ჯილდოს, პენსიას აძლევენ. შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების გარეშე არ დარჩება არაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები