გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გარდაცვლილი ტყის მცველის კახაბერ ყურაშვილის ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყის მცველი მიმდინარე წლის თებერვალში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს.
კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახაურის, გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013 წლიდან 2017 წლამდე კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.
კომენტარები