მინდა აღვნიშნო, რომ შოტლანდიაში ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევნებზე და თუ შევადარებთ თქვენი საარჩევნო პროცესი ისევე გამართულია, როგორც ჩვენთან, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა შოტლანდიიდან.
მისი თქმით, არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„შოტლანდიიდან ჩამოვედი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამ დროისთვის ოთხ საარჩევნო უბანზე ვიყავი. პროცესი გამართული და შეუფერხებელია. ყველა უბანზე გავესაუბრეთ ამომრჩეველსაც და ყველა თანხმდება, რომ არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ შოტლანდიაში ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევნებზე და თუ შევადარებთ თქვენი საარჩევნო პროცესი ისევე გამართულია, როგორც ჩვენთან“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
კომენტარები