ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პარლამენტსა და “სოლიდარობის ფონდს” შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. კანონმდებლები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ფონდის მხარდაჭერასა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების დახმარებაში ჩაერთვებიან.
“უკვე მესამე წელია, არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა”, – აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, “სოლიდარობის ფონდის” ერთ-ერთმა დამაარსებელმა და იდეის თანაავტორმა, მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, “სოლიდარობის ფონდის” ბენეფიციარებს ქუთაისში უმასპინძლა.
700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 კერძო კომპანიის და ათიათასობით მოქალაქის ჩართულობით დღემდე მობილიზებულია 10 მილიონ ლარზე მეტი თანხა. დღეის მდგომარეობით ფინანსდება 390 ბენეფიციარი.