სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, „იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას – ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი – „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
„ახლა რასაც დავწერ – კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული
იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას – ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი – „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
ეს გეგმა პირდაპირ იყო უცხოეთიდან დავალებული ქართველ აგენტებზე
გამომდინარე იქედან, რომ სუს-მა და შს სამინისტრომ უნაკლოდ იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, სალომე ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ამ მხდალი ქალის განცხადება ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან
ზურაბიშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც დამხობის ამსრულებელი იყო, კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ!“, – წერს იგი.