“მე ვთხოვე, რომ უნდა დამთავრებულიყო უსამართლობა, ვინც დასაჭერი იყო, დაეჭირათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. საზოგადოება აფორიაქებულია უკვე და აღარ სჯერა “ოცნების”, იმიტომ რომ რასაც დაჰპირდა, არ შეუსრულა. ხალხმა თქვა – კოჰაბიტაციაში არიან “ოცნება” და “ნაციონალები” და ამიტომ ორივეს ერთად მოცილება უნდა საზოგადოებას. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ “ოცნების” ის გუნდი, რომელიც ბიძინამ ააარჩია არაფრის მაქნისია. მეტი წილი მაგათგან სახლში იჯდა, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს “ნაციონალებთან” მუშტი-კრივი ჰქონდა. ამ პროცესში მეტი წილი ადამიანებისა, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, არ მინახავს მე სადმე. ახლა კიდევ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან ზემოდან”, – აცხადებს “ქართული მისიის” დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ესენი თბილად არიან, მშვენივრად გრძნობენ თავს. თუკი დასავლეთისთვის “ნაციონალების” ოპოზიციონერობა მისაღებია, ხალხმა რა დააშავა. ხელისუფლებაში კი კვლავ გვიმტკიცებენ, რომ “ნაციონალების” არიან მთავარი ოპოზიცია. ბიძინაც მაგას ლაპარაკობს დღეს, რომ “ნაციონალები” ოპოზიციაში რჩებიან, ესაა კატასტროფა. ხელისუფლებამ ხელოვნურად შეუწყო ხელი ამ პროცესებს – ძალიან ბევრი ტელევიზიის პოპულარულ წამყვანს, რომელთანაც პრეტენზია მქონია და მიკითხავს, რატომ არიან დებატებში მხოლოდ “ნაციონალები” ხელისუფლების პირისპირ, უთქვამთ, რომ თავად “ოცნებიდან” ირჩევდნენ ოპონენტად “ნაციონალურ მოძრაობას”. სხვას ოპოზიციის ნიშა არ დაუტოვეს. ფაქტია, რომ აწყობს “ნაცების” ოპოზიციად ყოფნა ხელისუფლებას. შენ თუ რამე პროტესტი გამოთქვი, ეგრევე გეტყვიან – “რა არის ძმაო, “ნაციონალებისკენ” გადახვედი? მათ წისქვილზე ასხამ წყალს?” მაგრამ ხალხი უკვე მიხვდა ამ ვირეშმაკობას და უკვე ეუბნება, არც შენ მომწონხარ, კარგად ბრძანდებოდეთ. ამოწურეთ თქვენი ყველაფერი და დაგვანებეთ თავი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია კორკოტაშვილი.
“ახლა უკვე ღიად მივდივარ პოლიტიკაში. ღმერთმა არ ქნას ვინმემ დააპიროს გაყალბება ან გამოყალბება. იქ მერე უკვე შეურაცხყოფილად ვიგრძნობთ თავს. თუ ასეთი რამ მოხდა, მერე სერიოზულად გამოვალთ გინდა ქუჩაში და გინდა სხვაგან, როგორც დაგვჭირდება, ისეთ პროტესტს გამოვხატავთ. მაგრამ რომ არ მოხდეს მხოლოდ “ოცნებისა” და “ნაციონალების” მთავარ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენა, ამას ხელი უნდა შეუწყოს იმ მოსახლეობამ, ვისთვისაც მომავალი რამეს ნიშნავს, ასეთმა ხალხმა უნდა იმუშაოს მთარობაში, მონობაში არ გვინდა, ან დასავლეთის, ან ჩრდილოეთის, ან ვინმესი. საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ქართული მენტალობით აღზრდილი ადამიანები”, განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას – “მოსახლეობას აღარც “ნაცები” უნდა, აღარც “ქოცები”, მოსახლეობის 60% ბოიკოტის რეჟიმშია, მშიერია, წამლის ფული არა აქვს, არც არავის იმედი დარჩა…” პასუხობს: