გერმანიაში, შპანგდალემის ამერიკულ ავიაბაზაზე F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დასრულების შემდეგ მოხდა.
პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, მას ამჟამად სამედიცინო დახმარება უტარდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობენ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
