მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა – იაპონიაში საქართველოს, ქართული კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონელი მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას უკვე შეხვდა. ქართველმა მინისტრმა შეხვედრები გამართა რობოტიქსის ასოციაციაში და ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებათა მუზეუმში. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა HITACHI-ს ხელმძღვანელობასაც.
კომენტარები