”ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართული ეკლესიის პრობლემა, მხოლოდ ქართულ ეკლესიას დააზარალებს, ან ქართული ეკლესიის სასიკეთო საქმეები, მხოლოდ ქართულ ეკლესიას გამოადგება“, – ამის შესახებ ათონის მთაზე მოღვაწე ბერმა, მამა იერონიმემ საპატრირაქოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
„საქარათველოს მართმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წევრის პრობლემა ის გახლვათ, რომ რატომღაც გვგონია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება იწყება თბილისიდან და მთავრდება სარფთან და ურალის ქედთან, ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება. ჩვენ გვიწევს ჩიხში შესვლა, მხოლოდ ამის გამო. ჩვენს გარდა, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა უპირატესი მართლმადიდებელი ეკლესიები, პირველი, რა თქმა უნდა, ვიცით რომ მსოფლიო საპატრიარქოა, რომელსაც მე ვეკუთვნი ამჟამად. ვფიქრობ, რომ უპირველესი გაანალიზება ამ ფაქტების შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც გავიაზრებთ, რომ ეკლესია ქრისტეს მისიური სხეულია. თუ ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილი ტკივა, ის აუცილებლად დააზარალებს სხვა ორგანოსაც. ანუ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ქართული ეკლესიის პრობლემა, მხოლოდ ქართულ ეკლესიას დააზარალებს, ან ქართული ეკლესიის სასიკეთო საქმეები, მხოლოდ ქართულ ეკლესიას გამოადგება. ეკლესია არის ერთი, მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ადმინისტრაციულ ერთეულებად იყოფა, იურისდიქციის თვალსაზრისით. ჩემს მშობელ ეკლესიად, რა თქმა უნდა, რჩება ქართული ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მე აღკვეცილი ვარ საბერძნეთის მართამდიდებელ ეკლესიაში. უპირველესად ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ და ამის შემდეგ დავიწყოთ დიალოგი ერთობლივად პრობლემების გადაჭრისთვის. ზოგს აქვს ის მიდგომა, რომ ბერ-მონაზვნობა არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ-საზოგადობეირივი, სოციალური პრობლემები ეკლესიასთან მჭიდრო კავშირშია. მითუმეტეს ეს პრობლემები, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს მრევლის ინტერესები და დამოკიდებულება მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა მამა იერონიმემ.