აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის პლენარული სხდომიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან დონალდ ტრამპს „პალესტინის აღიარებისკენ“ მოუწოდა.
არაბ-ისრაელელი პარლამენტარი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აქტიური მომხრეა, რასაც ისრაელის მთავრობა უარყოფს.
პარტიის კიდევ ერთი პარლამენტარი ოფერ კასიფი ასევე ცდილობდა პლაკატის აღმართვას, თუმცა ისიც ძალით გააძევეს. მათი გაძევების შემდეგ ტრამპმა განაცხადა: „ეს ძალიან ეფექტური იყო“ და სიტყვა გააგრძელა.
კომენტარები