უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ღაზის სექტორში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს რუსეთის შეჭრის დასრულებას მის ქვეყანაში.
ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „როდესაც მშვიდობა მიიღწევა მსოფლიოს ერთ ნაწილში, მას მეტი იმედი მოაქვს მშვიდობისთვის სხვა რეგიონებშიც“.
„თუკი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულ იქნა, გლობალური აქტორების ლიდერობა და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იმუშავებს, უკრაინაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები