იარაღი დადუმდა, მძევლები გათავისუფლდნენ და ნანატრი მშვიდობა სუფევს ახლო აღმოსავლეთში – პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეძლო, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„ახლა ევროპის ჯერია. პრეზიდენტი ტრამპის წარმატება ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უნდა ვთქვათ. დიალოგის გარეშე მშვიდობა არ არსებობს. დროა ჩვენ, ევროპელებმა, პრეზიდენტ ტრამპის მაგალითს მივბაძოთ“, – დასძინა მან.
კომენტარები
