დიდი ბრიტანეთი მზადაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში დახმარებისთვის, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი როლი. კერძოდ, მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგსა და „ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებით“, – თქვა სტარმერმა.
მისი თქმით, „ჰამასის“ განიარაღება ძალზედ მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის.
კომენტარები