საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მხარი დაუჭირა არაპოპულარული საპენსიო რეფორმის შეჩერებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მისი კაბინეტის პოზიციების განმტკიცებას და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას.
ლეკორნუმ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ამ შემოდგომაზე, მე შევთავაზებ პარლამენტს, შეაჩეროს 2023 წლის საპენსიო რეფორმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე [2027 წელი]“.
რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, მიღებული იყო 2023 წლის მარტში, მაკრონის მეორე ვადით არჩევიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში.
პოლიტიკური დებატების, გაფიცვებისა და ქუჩის საპროტესტო აქციების რამდენიმე თვის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცდა.
ლეკორნუს განცხადებით, საპენსიო რეფორმის შეჩერება ქვეყანას 2026 წელს 400 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო 2027 წელს – დამატებით 1.8 მილიარდი ევრო.