აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ უკრაინა შეტევაზე გადასვლას აპირებს.
„ჩვენ ომზე ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ იმაზე, რომ, როგორც მე მესმის, მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. მე მივიღებ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მათ სურთ შეტევის დაწყება – თქვენ ეს იცით. და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინელებისა და რუსების ხოცვა-ჟლეტა.
კომენტარები