თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი იმყოფებოდა, საქარე მინაში გაჩენილი ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანი შონ პარნელი ავრცელებს.
ჰეგსეტი აშშ-ში ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავად დაჯდა, რადგან მის საქარე მინას ბზარი გაუჩნდა“, – დაწერა პენტაგონის პრესმდივანმა სოციალურ ქსელ X-ში.
მოგვიანებით ინციდენტს გამოეხმაურა თავად ჰეგსეტიც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა.
კომენტარები