განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა, სინამდვილეში, დანერგილი არ არის.
“2016 წელს დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა. ერთია, რომ ქაღალდზე დავწერეთ და დავამტკიცეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, დოკუმენტს ბეჭედი დავარტყით და მეორეა, რომ 2000 სოფელში ეს მისატანია და სასწავლებელი. ჩვენ ხანდახან გვჩვევია ასეთი რაღაც – დოკუმენტი დავწერეთ, გვგონია, რომ ხვალ უკვე შედეგები უნდა დადგეს. ეს სისტემა ასეთი არ არის. მაგალითად 60 ათას მასწავლებელს ვიდრე ასწავლი და კარგად აუხსნი, როგორ მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი მიდგომა, რა თქმა უნდა, წლები გავა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კომენტარები