უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა, რომელშიც ის დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ ნაწილობრივ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ახლა ბრძოლის შეჩერებაა საჭირო, რათა სამომავლოდ გრძელვადიანი მშვიდობისთვის ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
“ჩვენ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ახლა ვართ. ტრამპი მართალია. და შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი, როგორ გადავდგათ ნაბიჯები გრძელვადიანი მშვიდობისკენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
კომენტარები