მე-12 კლასელებს და აბიტურიენტებს, ვინც გამოცდაზე ჩაიჭრებიან, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ. ინიციატივა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს ეკუთვნის.
ინიციატივის თანახმად, მეორე შანსი უნდა მიეცეთ იმ მოზარდებს, ვინც ემოციური ფონის, ტექნიკური ხარვეზებისა, თუ გაუმართაობის გამო, გამოცდებზე ჩაიჭრა. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ამ ინიციატივას სამინისტრო სამომავლოდ აუცილებლად განიხილავს.
“ჩვენ დავპირდით კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ამას ახლავს სერიოზული საფრთხეები, ვინაიდან მეორე გამოცდის გაჩენამ, შეიძლება შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით, პირველს შეიძლება ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ
2017/06/03 16:29:45
ნანახია: 1228 ჯერ