გორში, ჭალის დასახლებაში 10 წლის ბიჭს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
ბავშვი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები ყველა რეანიმაციულ საშუალებას მიმართავენ ბავშვის გადასარჩენად.
“ავარიის შედეგად 112-ის ბრიგადიამ ჰოსპიტალში შემოიყვანა მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში. შემოსვლისას აღენიშნებოდა გულის გაჩერება. დაუყოვნებლივ დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები. მინიმალურ დონეზე მოხერხდა გულის ამუშავება. ამჟამად კვლავ გრძელდება რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად მიმდინარეობს გამოკვლევები, თუმცა პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება“, – აცხადებს ჰოსპიტალის მორიგე ექიმი მალხაზ ქვათაძე.
კომენტარები