საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. 
განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის.
		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				