წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
პრემიერის თქმით, დაცული იქნება ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცედურა.
„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი. აბსოლუტურად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასე ეშინოდეს ვიღაცას სამართლის. საუბარია სასამართლოსადმი მიმართვაზე და ამის აკრძალვა უნდათ ვიღაცებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავყვებით. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას და ასე ვიმოქმედებთ. არ შეიძლება, ასე ეშინოდეთ კონკრეტულ ადამიანებს სამართლის, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 
				