საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.
“ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად ვიმყოფებოდი, სადაც აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა გვიმასპინძლა.
ტაძარი მოვილოცე და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული უძველესი, XI საუკუნის მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დავათვალიერე.
მონასტერში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.”-წერს პრეზიდენტი. 













		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				