ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში – ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ტომაშ ფროელიხმა.
როგორც მან აღნიშნა, არცერთ სხვა სახელმწიფოში არ არის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეო“, რამდენიც საქართველოშია და აცხადებს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.
„ასევე ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში ჩარევას – ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს. თუმცა ისეთი ქმედებები, ანუ იმ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობას ეწინააღმდეგებიან, პროვოკაციას წარმოადგენს.
გავიგეთ ჭორები, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხაზარაძე ბინას აქირავებს გერმანიის ელჩზე. ეს თუ სიმართლეა, მაშინ ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან პროვოკაცია იქნება, თუკი გერმანიის ელჩი ოპოზიციის ლიდერისგან ბინას ქირაობს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
